კომუნიკაცია ორმხრივი პროცესია რომელსაც ყოველდღიური და მნიშვნელოვანი როლი აქვს ადამიანებს შორის ურთიერთობაში.ეს პროცესი ორ ან მეტ პიროვნებას შორის მიმდინარეობს,რომლის დროსაც ერთი ადამიანი
გადასცემს სხვას/სხვებს გარკვეულ ინფორმაციას. კომუნიკაცია გახლავთ ყოველდღიურად ოჯახის
წევრებთან, მეგობრებთან თუ კოლეგებთან ურთიერთობა...
კომუნიკაციის
პროცესი იწყება როდესაც ერთი ადამიანი (ამ შემთხვევაში ინფორმაციის გამგზავნი) გადაწყვეტს
გაუგზავნოს გზავნილი (მის მიერ გასაგზავნად არჩეული ინფორმაცია) მეორე მხარეს.
კომუნიკაციის მიმდინარეობის პროცესი:
გამგზავნი
- კოდირების პროცესი - გზავნილის გადაყვანა სიმბოლოებზე ან ენაზე. ხშირად გზავნილები კოდირებლია სიტყვებში.
- შეტყობინება– გამგზავნის მიერ გასაგზავნად არჩეული ინფორმაცია
-
დეკოდირების პროცესი- შეტყობინების მიმღების, შეტყობინების აღქმის და გაგების ფუნქცია.
- მიმღები
კომუნიკაციის პროცესის განხორციელება ხდება
გამგზავნის მიერ შერჩეული სიტყვების გამოყენებით (ვერბალური კომუნიკაცი), რაშიც მისი
სხეულის ჟესტები, მიმიკები, გამომეტყველება და ხმის ტემბრიც ძალიან აქტიურად არის ჩართული
და კომპლექსურად ეს ყველაფერი გადმოსცემს გასაგზავნი გზავნილისადმი გამგზავნის დამოკიდებულებას. ყველაზე ხშირად კომუნიკაცია წრიული პროცესია, რადგან ინფორმაციის მიმღები ამ ინფორმაციის გაანალიზების
შემდეგ მას უბრუნებს პასუხს, ანუ თავად ხდება ინფორმაციის გამგზავნი.
კომუნიკაციის ორი სახე არსებობს:
- ვერბალური კომუნიკაცია - გამოსვლები, შეხვედრები,სატელეფონო საუბრები;
- არავერბალური კომუნიკაცია - შეხება, სახის გამომეტყველება, ხმის ტონი;თუმცა, კომუნიკაციისას იქმნება ბარიერები ანუ ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიან ეფექტურ კომუნიკაციას. ასეთია:
- ლინგვისტური პრობლემა
- შეტყობინების წარსულის ჩარჩოში მოქცევა _ გადაცემულ ინფორმაციას, მიმღებმა შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა მიანიჭოს წარსულის მოგონების გამო.
- სემანტიკა _ გამოყენებული სიტყვის მნიშვნელობა განსხვავდება
ერთმანეთისგან და ხშირად შეუძლია პრობლემის გამოწვევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ადამიანებზე.- ფასეულობითი შეფასება - მიმღები აფასებს გამგზავნის შეტყობინების ფასეულობას ჯერ კიდევ მისი გადაცემის დასრულებამდე.
- შერჩევითი მოსმენა _ ინფორმაციის მიმღების მიერ იმის მოსმენა, რაც მას
სურს და თვლის საჭიროდ.- უნდობლობა _ გამგზავნმა შეიძლება გაფილტროს შეტყობინება თუ იგი არ ენდობა მიმღებს, ხოლო მიმღები თავის მხრივ უნდობლობის შემთხვევაში ახდენს ფასეულობით შეფასებას და შერჩევით მოსმენას
- დამალული მიზნები- გამგზანი ან მიმღები არ ააშკარავებს კომუნიკაციის ნამდვილ მიზანს.
კონფლიქტი ხშირად გარდაუვალია ურთიერთობაში. კონფლიქტის
წარმოშობა გვაფრთხილებს ჩვენ კომუნიკაციის საჭიროებისა და პრობლების გადაჭრის აუცილებლობის
შესახებ. კარგი კომუნიკაციის უნარების გამოყენება, კონფლიქტის სერიოზულ დაპირისპირებასა
თუ მუქარა/ლანძღვაში გადაზრდის თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის უფრო გონივრული
გამოსავალია. კომუნიკაცია მოგვცემს საშუალებას გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება და გავეცნოთ
შესაბამისად მეორე მხარის აზრებსაც. ეფექტური კომუნიკაციის უნარები არსებითია კონფლიქტის
გადაწყვეტის პროცესში. ამ უნარებიდან ზოგიერთი გვაქვს, ზოგიერთი კი მნიშვნელოვანია რომ შეიძინოთ.
ხშირად კონფლიქტი ისეთ სახეს იღებს, რომ აუცილებლობა მოითხოვს ჩაერთოს ურთიერთობაში
მესამე მხარე (მაგალითად,მედიატორი), რომელიც ზუსტად და კარგად უნდა ფლობდებს კონფლიქტის
მოგვარების სტრატეგიებსა და უნარებს.
უკეთესი კომუნიკაციის მეთოდები:
აქტიური მოსმენა-იყო
გახსნილი და დროებით გვერძე გადადო შენი ეგოისტური გრძნობები და მოსაზრებები, რათა ეცადო
გაიგო რას გეუბნება მეორე მხარე. რომ მოუსმინო აქტიურად ამისთვის:
- დააყენე საკუთარი თავი მეორე მხარის ადგილზე
- აჩვენე, რომ გესმის და იღებ მის მოსაზრებას
- არ შეაწყვეტინო
- გააგრძელე "თვალით კონტაქტი" საუბრის განმავლობაში
- მოუსმინე ფრთხილად და დაკვირვებით
შენი
გზავნილი - გამოიყენე კომუნიკაცია იმისთვის რომ გააგებინო შენო მოსაზრებები შექმნილ
სიტუაციასთან და შენს მოლოდინებთან დაკავშირებით.არ გამოიყენო ,,ბრალდების ენა“
სწორი დრო-
მნიშვნელოვანია სწორი დროის შერჩევა კონფლიქტის განხილვის საკითხის წამოსაჭრელად. არ
გაიხილოთ კონფლიქტის თემა როდესაც შენ ან მეორე მხარე ხართ გაბრაზებული,დაღლილი,აღელვებული
ან სხვა მსგავსი ემოციების ქვეშ.
ზოგიერთი რჩევა კონფლიქტის გადაჭრისას:
- წინასწარ შეარჩიეთ საუბრის ტონი როდესაც პრობლემის განსახილველად დროსა და ადგილზე შეთანხმდებით. ეცადეთ არ იყოს ის გამაღიზიანებელი ან მით უმეტეს შეურაცხმყოფელი.
- განსაზღვრეთ და განიხილეთ პრობლემა მნიშვნელოვან დეტალებზე კონცენტრირებით.
- დაუთმეთ საკმარისი დრო კონფლიქტის სიღრმისეულ განხილვას.
- ყურადრება გაამახვილეთ და შეაჯამეთ თქვენი საუბრის პროგრესი.
- განიხილეთ ყველა შესაძლო გამოსავალი.
- შეთანხმდით გამოსავალზე. აირჩიეთ გამოსავალი, რომელიც თანაბრად მისაღებია ორივე მხარისთვის. ის უნდა იყოს ზუსტად ფოკუსირებული იმაზე, რასაც ორივე მხარე გააკეთებს და როგორი ფორმით გააკეთებს და ორივე მხარემ ხელი უნდა შეუწყოს ამ შეთანხმების განხორციელებას თავიანთი მოქმედებებით.
No comments:
Post a Comment