დავის მოგვარების ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს მოლაპარაკება. მოლაპარაკება არის შინაგანი გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომლის დროსაც ერთი მხარე სთავაზობს მეორე მხარეს იმას, რაც მას არ აქვს. დავის მოგვარების სხვა მეთოდებთან შედარებით მოლაპარაკებას გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ის, რომ მოლაპარაკების დროს მხარეები თვითონ აკონტროლებენ მოლაპარაკების პროცესს და ნებისმიერ დროს შეუძლიათ მისი დასრულება. მოლაპარაკება მხარეებს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილონ ხანგრძლივი და დაუსრულებელი სასამართლო პროცესები, შეთანხმებას მიაღწიონ ორივე მხარისათვის სასურველი შედეგით. მოლაპარაკების დროს შესაძლებელია კონფიდენციალურობის დაცვა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შეთანხმებით გათვალისწინებული შედეგი სავალდებულოა შესასრულებლად.
მოლაპარაკების მთავარ მიზანს წარმოადგენს დავის გადაწყვეტის საერთო გზის მოძიება. ასევე ხანდახან მიზანი შეიძლება იყოს იმ ინფორმაციის მიღება, რომელსაც მხარეები ერთმანეთს უცვლიან მოლაპარაკების დროს, მათი ინტერესები,პოზიციები.
წარმატებული მოლაპარაკების წარმართვისთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკების დაწყებამდე კარგად მოვემზადოთ. მომზადებაში იგულისხმება სწორი სტრატეგიის შერჩევა, მოლაპარაკების საგანზე ინფორმაციის შეგროვება, კომპრომისზე წასვლის ზღვარის , ჩვენთვის მისაღები ვარიანტებისა და ჩვენი პრიორიტეტის განსაზღვრა. ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილ პირთან.
წარმატებული მოლაპარაკების შესახებ საინტერესო რეკომენდაციები:
- Roger Fisher, William Ury - Getting to Yes: Negotiating Agreement Without Giving in - რეკომენდებული ნაბიჯები:
2. ინტერესზე ფოკუსირება და არა პოზიციებზე.
- პრობლემის და პიროვნების გამიჯვნა, დაყოფა ერთმანეთისგან. ხშირად მხარეები ერთმანეთის ვერ გაგების გამო ემტერებიან. მნიშვნელოვანია, ემოციის, გრძნობების გაკონტროლება და პრობლემის ცალკე დანახვა, რათა არ წარმოიშვას პიროვნული დაპირისპირება, რადგან მეორე მხარესაც აქვს თავისი ღირებულებები და შეხედულებები. მნიშვნელოვანია მეორე მხარის ადგილზე თავის წარმოდგენა. დაინახო პრობლემა მისი თვალით, რათა შესთავაზო მისი ღირებულების შესაბამისად.
3. ორივე მხარის დამაკმაყოფილებელი შეთავაზების გაკეთება.
- Georege H. Ross - Trump-Style Negotiatio - როდესაც იწყებ მოლაპარაკებას მნიშვნელოვანია მიზნების დასახვა. 7 მიზანი, რომელიც დაგეხმარება მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვაში:
2. რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის გაგება მეორე მხარის შესახებ
3. გავიგოთ მოლაპარაკების ქვედა ზღვარი სად გადის
4. მოლაპარაკების შეზღუდვების დადგება
5. მეორე მხარის შესწავლა
6. ყოველ მოლაპარაკებაში ხალხი უნდა შეაფასო შენი მხრიდან, პოზიციის წარდგენისას უნდა განასხვავო რეალობა და შენი პოზიცია.
7. სწორი და გონივრული გადაწყვეტილების მოძებნა.
მიუხედავად ადამიანებს შორის არსებული მშვიდობისა და ჰარმონიისა, მათ შორის ყოველთვის არსებობდა და იარსებებს დავა/კონფლიქტი. ყოველი ადამიანი უნდა ფლობდეს დავის ეფექტურად მოგვარების უნარს.
No comments:
Post a Comment