რამდენადაც განსხვავებულია თითოეული პიროვნება და მათ გარშემო არსებული გარემო, იმდენად
ინდივიდუალურია თითოეული კონფლიქტი, მისი გადაჭრის გზები და სტრატეგიები.
რადგან არსებობს კონფლიქტი, ეს ნიშნავს,რომ
არსებობს სერიოზული უთანხმოება, განხეთქილება, შეჯახება დაპირისპირებულ მხარეებს შორის _ ეს ხდება მაშინ,
როდესაც ორი პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი
უპირისპირდება ერთმანეთს.
როცა საქმე ეხება
ადამიანურ/პირად ურთიერთობებში წყენას, როგორც დავის/კონფლიქტის გამოვლინებასა და
შედეგს, არც თუ იშვიათად მისი მოგვარების გზად გვევლინება ბოდიშის მოხდა- და ეს
იმდენად ბუნებრივი ინსტინქტია, რომ ნაწყენი მხარე შინაგანად მოითხოვს
და ელის ბოდიშის მოხდას, როგორც ურთიერთობის გამოსწორებისათვის გადადგმულ პირველ
და აუცილებელ ნაბიჯს.
რაც უფრო მწვავეა
კონფლიქტი მით უფრო მეტად ცდილობს მხარეები დაასაბუთოს თავისი პოზიცია
და არგუმენტებით გაამყაროს იგი. ასეთ დროს ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ
მხარემ მოიხადოს ბოდიში. პირადი თავმოყვარეობა,
პატივმოყვარეობა და განცდა იმისა, რომ პირი ამ ურთიერთობაში
"მართალია" ან შიში იმისა, რომ არ აპატიებენ, არის ოდიშის მოხდის
ძირითადი ხელშემშლელი გარემოებები.
.... და მაინც თუ
მხარე მოდის შენთან და გეუბნება, რომ მან გააანალიზა არსებული მდგომარეობა,
ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, ცდილობს აგიხსნას თავისი ქმედების მიზეზი და
მოტივები და გეუბნება, რომ მზადაა გამოასწოროს ვითარება,_ ჩნდება ლოგიკური
შეკითხვა: რის გამო მიდის პირი ამ გადაწყვეტილებამდე, რომ მოიხადოს ბოდიში?
ვისთვის ვიხდით ბოდიშს?_ საკუთარი თავისთვის თუ იმ ადამიანისათვის ვისაც ჩვენი "არასწორი
ქმედებით" ტკივილი მივაყენეთ?
იმისათვის რომ ამ
კითხვას ვუპასუხოთ, ვთვლი, რომ კიდევ ერთი შეკითხვას უნდა გავცეთ პასუხი: რა არის
ჩვენს მიერ ბოდიშის მოხდის ძირითადი მოტივი და რა გვსურს მივიღოთ შედეგის სახით?
რეალურად პატიება და ურთიერთობის აღდგენა-გაგრძელება ყოველგვარი დისკომფორტის
გარეშე თუ ტვირთის მოხსნა და ერთგვარი ვალდებულების მოხდა?
თუკი
მიდიხარ, იდხი ბოდიშს და კმაყოფილი ხარ შენი ქმედებით ისე რომ არ
გაინტერესებს რეალურად გაპატიებს თუ არა, რადგან თვლი, რომ "ეს უკვე მისი
საქმეა", ასეთ შემთხვევაში ბოდიშის მოხდა მხოლოდვალდებულების მოხდაა და
საკუთარი სინდისის ხმის ჩასაკლავადაა გამიზნული, შეუძლებელია ასეთ
შემთხვევაში სიტყვა "ბოდიშის" თქმა იყოს კონფლიქტის მოგვარებისრეალური
გზა. ხოლო თუ მოქმედებ განცდით, რომ ყველაფერს გააკეთებ პატიების მოსაპოვებლად,
მოქმედებ მიზანიმართულად, რათა არსებული ვითარება გამოასწორო, ასეთ შემთხვევაში
ბოდიშის მოხდა შესაძლოა იყოს ურთიერთობის აღდგენის ყველაზე ეფექტური საშუალება,
რასაც საბოლოო შედეგის სახით მოყვება პატიება, რომელიც შეიძლება წარსულს არ
დაგავიწყებს, მაგრამ მომავალს შეგიცვლის!
ზემოთ დასმულ
კითხვას, რომ მიუბრუნდეთ; _ ვფიქრობ ბოდისის მოხდის განმაპირობებელ საფუძვლებს
შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გააანალიზო რომ შეცდი, გრძნობდე სინდისის
ქენჯნას მომხდარის გამო, დისკომფორტს გიქმნიდეს არსებული მდგომარეობა და
მნიშვნელოვანი იყოს შენთვის ვითარების გამოსწორება. ყოველივე ეს კი მეტყველებს
იმაზე, რომ ასეთ დროს ადამიანი საკუთარი ეგოდან გამომდინარე მოქმედებს, ამიტომ
მიმაჩნია, რომ უპირველესად ბოდიშს საკუთარი თავის გამო ვიხდით და შემდეგ იმ
ადამიანისა და ურთიერთობისათვის, რომლის შენარჩუნებასაც ვცდილობთ.
აი ამ თემებზე მინდა დაგაფიქრო მკითხველო:
- შეიძლება თუ არა ბოდიშის მოხდა იყოს დავებისა და კონფლიქტების მოგვარების საშუალება?
- რა შემთხვევაში უნდა მოვიხადოთ ბოდიში?
- ვინ, ვის და როდის უნდა მოუხადოს ბოდიში?
- ვის გამო ვიხდით ბოდიშს საკუთარი თავის თუ იმ ადამიანისათვის ტკივილის შესამსუბუქებლად ვისაც ბოდიშს ვუხდით?