მიგიქცევიათ თუ არა ოდესმე ყურადღება იმისათვის, თუ როგორ უსმენენ ადამიანები ერთმანეთს ჩხუბის დროს? ისინი მთლიანად ელიან ოპონენტისაგან ისეთ სიტყვას, რომელიც მათ კონტრშეტევაზე გადასვლის საშუალებას მისცემს. ამასთან, ოპონენტის ნათქვამიდან მათ ესმით მხოლოდ ის, რაც საკუთარი პოზიციის დასაცავად გამოადგებათ.
სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვცდილობთ, ვაიძულოთ ადამიანი იგრძნოს და იაზროვნოს სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვინდა.
აქტიური მოსმენისას კი სმენელი ორიენტირებულია მოსაუბრის გრძნობებსა და აზრებზე. ის ცდილობს გაუგოს პარტნიორს. არ არის აუცილებელი, რომ იგი ეთანხმებოდეს მოსაუბრეს. აღიარება არ ნიშნავს დათანხმებას.
- მოსმენისას ნუ გააკეთებთ დასკვნებს, შეეცადეთ მხოლოდ შეაჯამოთ ნათქვამი.
- ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ პარტნიორის ნათქვამის შინაარსს, არამედ მის გრძნობებსაც.
- გრძნობების შეჯამებისას გაითვალისწინეთ მათი სიძლიერე.
- თავი აარიდეთ შესავალ ფრაზებს (მაგ: "თუ სწორად გავიგე...", " როგორც მე მესმის..." და ა.შ)
ზოგადად, ეფექტური, კარგი მოსმენისას შეეცადეთ:
- დარჩეთ მშვიდად;
- იყავით კონცენტრირებული პარტნიორზე;
- დასვით ღია შეკითხვები, რათა უკეთ გაერკვეთ/ დარწმუნდეთ;
- აცადეთ სხვას ისაუბროს.
- გააკეთეთ პერეფრაზი, რათა დაანათოთ რომ გაიგეთ.
თუ გსურთ კარგი მსმენელი იყოთ, არსებობს რამდენიმე "ნუ":
- ნუ გადახვალთ პირდაპირ დასკვნებზე, ნუ შეაწყვეტინებთ ან დაამთავრებთ მოსაუბრის წინადადებას;
- ნუ მისცემთ რჩევას, როცა არ გთხოვენ, ან ნუ შესთავაზებთ გადაწყვეტილებას დროზე ადრე;
- ნუ შეეცდებით, გაიტანოთ თქვენი საკუთარი გადაწყვეტილება;
- ნუ იტყვით "თქვენ არ უნდა ფიქრობდეთ ასე" ან "მე კარგად ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ";
- ნუ გაითამაშებთ სცენას "ეს ხომ საშინელებაა!"
- ნუ გაასამართლებთ, უარყოფთ, გააკრიტიკებთ ან იგულისხმებთ.