კულტურა და ტრადიციები

Monday, December 9, 2013

სუბიექტური რეალობები, როგორც კონფლიქტის წყარო


ყოველ ადამიანს თავისი სუბიექტური, უნიკალური ემოციური სამყარო აქვს. ერთი და იგივე ობიექტურად არსებულ მოვლენას სხვადასხვა ადამიანი თავისი სუბიექტური რეალობიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად აღიქვამს. ხშირად ჩვენ გვგონია, რომ კონკრეტულმა მოვლენამ სხვაშიც ისეთივე გრძნობები უნდა გამოიწვიოს, რაც ჩვენში. მაგრამ, ფაქტიურად, ემოციებს იწვევს არა ესა თუ ის მოვლენა თავისთავად, არამედ ის აზრი, რასაც ჩვენ მასში ვდებთ.

ყველა ადამიანს საკითარი შინაგანი სამყარო აქვს თავისი წესებით, რომელსაც ამ კონკრეტული ადამიანის უნიკალური გამოცდილება განაპირობებს. როდესაც ჩვენ ვთხოვთ სხვას, შეიცვალოს თავისი სუბიექტური რეალობა, ფაქტიურად ეს ნიშნავს იმას, რომ ვცდილობთ უარი ვათქმევონოთ მას საკუთარ გამოცდილებაზე. ნუ მოვითხოვთ სხვებბისგან მათი გრძნობების ჩვენსაზე მისადაგებას. პრობლემას ვერასოდეს ვერ გადავწყვეტთ სხვისი სუბიექტური რეალობის შეცვლის გზით. პრობლემის მოგვარება იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ მზად ვართ გავუგოთ სხვას და ვაღიაროთ მისი სუბიექტური სამყარო.


ჩვენ სამყაროს სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ. საგნები და ადამიანები შეიძლება სულ სხვადასხვაგვარად წარმოგვიდგეს, თუ მზერის მიმართულებას შევიცვლით. ერთი და იგივე მოცემულობამ შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა მიიღო იმის მიხედვით, თუ რომელი პერსპექტივიდან აღვიქვამთ მას.
პრობლემური სიტუაციის დროს მიდრეკილნი ვართ, რომ აღვიქვათ მოწინააღმდეგის ქცევა, როგორც მისი პიროვნების გამოხატულება იმის  გათვალისწინების გარეშე, თუ რომელ გარემოშია იგი ჩართული, რომელ ადგილზე იმყოფება იგი.
ჩვენი საკუთარი სამყარო ჩვენივე აღქმებით იქმნება, რეალობა კი ჩვენი წარმოდგენის ნაყოფია. აღქმის ჩვენი მანერა განსაზღვრავს ჩვენს რეალობას და არ არსებობს სამყაროს შცნობის არანაირი სახე ან მეცნიერული მეთოდი, რომელსაც შეუძლია აღმოაცინოს ადამიანის მიერ აღქმული სპეციფილური რეალობის უკან მდგომი "ობიექტური", "ჭეშმარიტი", "სუფთა" რეალობა, რომელიც სურვილის მიუხედავად ყველა ადამიანმა უნდა გაიზიაროს.


ამიტომ არა აქვს აზრი პრობლემების მოგვარების მცდელობას იმით, რომ გავარკვიოთ, თუ ვიცი რეალობაა უფრო რეალური. უმჯობესია შევეცადოთ გავიგოთ, თუ როგორ შეიქმნა ჩვენი სხვადასხვა რეალობები და ჩვენს მიერ რეალობის განსხვავებული ინტერპრეტაციის მიუხედავად როგორ გვსურს მოვექცეთ ერთმანეთს. 

No comments:

Post a Comment