კულტურა და ტრადიციები

Wednesday, December 11, 2013

აქტიური მოსმენა

მიგიქცევიათ  თუ არა ოდესმე ყურადღება იმისათვის, თუ როგორ უსმენენ ადამიანები ერთმანეთს ჩხუბის დროს? ისინი მთლიანად ელიან ოპონენტისაგან ისეთ სიტყვას, რომელიც მათ კონტრშეტევაზე გადასვლის საშუალებას მისცემს. ამასთან, ოპონენტის ნათქვამიდან მათ ესმით მხოლოდ ის, რაც საკუთარი პოზიციის დასაცავად გამოადგებათ.

სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვცდილობთ, ვაიძულოთ ადამიანი იგრძნოს და იაზროვნოს სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვინდა.
აქტიური მოსმენისას კი სმენელი ორიენტირებულია მოსაუბრის გრძნობებსა და აზრებზე. ის ცდილობს გაუგოს პარტნიორს. არ არის აუცილებელი, რომ იგი ეთანხმებოდეს მოსაუბრეს. აღიარება არ ნიშნავს დათანხმებას.
  • მოსმენისას ნუ გააკეთებთ დასკვნებს, შეეცადეთ მხოლოდ შეაჯამოთ ნათქვამი.
  • ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ პარტნიორის ნათქვამის შინაარსს, არამედ მის გრძნობებსაც.
  • გრძნობების შეჯამებისას გაითვალისწინეთ მათი სიძლიერე.
  • თავი აარიდეთ შესავალ ფრაზებს (მაგ: "თუ სწორად გავიგე...", " როგორც მე მესმის..." და ა.შ)

ზოგადად, ეფექტური, კარგი მოსმენისას შეეცადეთ:

  • დარჩეთ მშვიდად;
  • იყავით კონცენტრირებული პარტნიორზე;
  • დასვით ღია შეკითხვები, რათა უკეთ გაერკვეთ/ დარწმუნდეთ;
  • აცადეთ სხვას ისაუბროს.
  • გააკეთეთ პერეფრაზი, რათა დაანათოთ რომ გაიგეთ.


თუ გსურთ კარგი მსმენელი იყოთ, არსებობს რამდენიმე "ნუ":
  • ნუ გადახვალთ პირდაპირ დასკვნებზე, ნუ შეაწყვეტინებთ ან დაამთავრებთ მოსაუბრის წინადადებას;
  • ნუ მისცემთ რჩევას, როცა არ გთხოვენ, ან ნუ შესთავაზებთ გადაწყვეტილებას დროზე ადრე;
  • ნუ შეეცდებით, გაიტანოთ თქვენი საკუთარი გადაწყვეტილება;
  • ნუ იტყვით "თქვენ არ უნდა ფიქრობდეთ ასე" ან "მე კარგად ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ";
  • ნუ გაითამაშებთ სცენას "ეს ხომ საშინელებაა!"
  • ნუ გაასამართლებთ, უარყოფთ, გააკრიტიკებთ ან იგულისხმებთ.

Monday, December 9, 2013

სუბიექტური რეალობები, როგორც კონფლიქტის წყარო


ყოველ ადამიანს თავისი სუბიექტური, უნიკალური ემოციური სამყარო აქვს. ერთი და იგივე ობიექტურად არსებულ მოვლენას სხვადასხვა ადამიანი თავისი სუბიექტური რეალობიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად აღიქვამს. ხშირად ჩვენ გვგონია, რომ კონკრეტულმა მოვლენამ სხვაშიც ისეთივე გრძნობები უნდა გამოიწვიოს, რაც ჩვენში. მაგრამ, ფაქტიურად, ემოციებს იწვევს არა ესა თუ ის მოვლენა თავისთავად, არამედ ის აზრი, რასაც ჩვენ მასში ვდებთ.

ყველა ადამიანს საკითარი შინაგანი სამყარო აქვს თავისი წესებით, რომელსაც ამ კონკრეტული ადამიანის უნიკალური გამოცდილება განაპირობებს. როდესაც ჩვენ ვთხოვთ სხვას, შეიცვალოს თავისი სუბიექტური რეალობა, ფაქტიურად ეს ნიშნავს იმას, რომ ვცდილობთ უარი ვათქმევონოთ მას საკუთარ გამოცდილებაზე. ნუ მოვითხოვთ სხვებბისგან მათი გრძნობების ჩვენსაზე მისადაგებას. პრობლემას ვერასოდეს ვერ გადავწყვეტთ სხვისი სუბიექტური რეალობის შეცვლის გზით. პრობლემის მოგვარება იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ მზად ვართ გავუგოთ სხვას და ვაღიაროთ მისი სუბიექტური სამყარო.


ჩვენ სამყაროს სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ. საგნები და ადამიანები შეიძლება სულ სხვადასხვაგვარად წარმოგვიდგეს, თუ მზერის მიმართულებას შევიცვლით. ერთი და იგივე მოცემულობამ შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა მიიღო იმის მიხედვით, თუ რომელი პერსპექტივიდან აღვიქვამთ მას.
პრობლემური სიტუაციის დროს მიდრეკილნი ვართ, რომ აღვიქვათ მოწინააღმდეგის ქცევა, როგორც მისი პიროვნების გამოხატულება იმის  გათვალისწინების გარეშე, თუ რომელ გარემოშია იგი ჩართული, რომელ ადგილზე იმყოფება იგი.
ჩვენი საკუთარი სამყარო ჩვენივე აღქმებით იქმნება, რეალობა კი ჩვენი წარმოდგენის ნაყოფია. აღქმის ჩვენი მანერა განსაზღვრავს ჩვენს რეალობას და არ არსებობს სამყაროს შცნობის არანაირი სახე ან მეცნიერული მეთოდი, რომელსაც შეუძლია აღმოაცინოს ადამიანის მიერ აღქმული სპეციფილური რეალობის უკან მდგომი "ობიექტური", "ჭეშმარიტი", "სუფთა" რეალობა, რომელიც სურვილის მიუხედავად ყველა ადამიანმა უნდა გაიზიაროს.


ამიტომ არა აქვს აზრი პრობლემების მოგვარების მცდელობას იმით, რომ გავარკვიოთ, თუ ვიცი რეალობაა უფრო რეალური. უმჯობესია შევეცადოთ გავიგოთ, თუ როგორ შეიქმნა ჩვენი სხვადასხვა რეალობები და ჩვენს მიერ რეალობის განსხვავებული ინტერპრეტაციის მიუხედავად როგორ გვსურს მოვექცეთ ერთმანეთს.